საქართველოს ყრუთა კავშირი
„საქართველოს ყრუ-მუნჯთა საზოგადოება“, როგორც მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება შექმნილია 1926 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 2000 წლის 22 დეკემბერს საზოგადოების წევრთა საერთო კრების (ყრილობის) მიერ საზოგადოების საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები და შეცვლილი იქნა საზოგადოების სახელწოდება, ეწოდა „საქართველოს ყრუთა კავშირი“.
კავშირის მიზანია სმენადაქვეითებული და ყრუ მოქალაქეების ნებაყოფლობითი გაერთიანება და მათი კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის, სოციალური, შრომითი რეაბილიტაციისა და თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ჩვენი პრიორიტეტებია: სმენადაქვეითებულ და ყრუ პირთა აღრიცხვა და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა; კავშირის წევრებისათვის საშუალო, სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღებაში ხელშეწყობა; სმენადაქვეითებული და ყრუ ბავშვების გამოვლენა და მათი სკოლამდელ დაწესებულებებში მოწყობა.



